დაახლოებითაც კი ვერ გავიზიარებ იმ უბედურების მასშტაბს რაც ამწამს მათ გულში ტრიალებს - ნიკოლოზ წულუკიძის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა

ნიკოლოზ წულუკიძის 2 წლის შვილი საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, ამის შესახებ ცნობები რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ამ შემზარავ ფაქტს უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ნიკოლოზ რაჭველი და დიდი მწუხარება გამოთქვა მისი მეგობრის შვილის გარდაცვალების გამო.
"ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი… 
რა წინადადებით უნდა გამოვხატო ის რასაც ახლა განვიცდი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სინამდვილეში დაახლოებითაც კი ვერ გავიაზრებ უბედურების განცდის იმ მასშტაბს, რაც ჩემი უსაყვარლესი, უძვირფასესი მეგობრის და მისი მეუღლის გულში, სულში და გონებაში ტრიალებს…
ერთადერთი აბსტრაქტული და უმისამართო კითხვა, რაც თავში მომდის არის: 
რ ა ტ ო მ ?????????????? "