იქნებ სადნე მივაგნო და წაიკითხო... რა ოჯახში გაიზარდე ვინ გაგზარდა... იქნებ ინამუსო და დააბრუნო, პატიმრის პატრონი ვარ, მარტოხელა დედა

სოციალურ ქსელში ანი ჭიბოშვილი დახმარებას ითხოვს პოსტის გადაზიარებით, რადგან იქნებ ასე მაინც იპოვოს ის ადამიანი, რომელმაც ვარკეთილში ფული მოჰპარა. ამბობს, რომ ატირებულ ბავშვს აწყნარებდა, რა დროსაც ფული მოჰპარეს.
გააზიარეთ ...  იქნებ სადნე მივაგნი და წაიკითხო, ვარკეთილში ატირებულ ბავშვს დედა რომ აწყნარებს და ამ დროს ჩანთიდან ფულს იპარავ, რა ოჯახში გაიზარდე ვინ გაგზარდა?  გიფიქრია როდისმე რისი თანხა შეიძლება ყოფილიყო? რამდენხანს ან რაში გამოიყენებ მაგ თანხას რომელმაც შეიძლება მე დღეს ბინა დამაკარგინოს, პოლიცია თუ ვერ გიპოვის უფალი ხომ ხედავს? იქნებ ინამუსო და დააბრუნო, პატიმრის პატრონი ვარ, მარტოხელა დედა, თაღლითის მსხვერპლი რომლის გამოც შეიძლება ბინა დავკარგო და კიდევ ეს. სამართალი არ არსებობს? ასე რამ გაგაბოროტათ?  თუ კითხულობ გთხოვ დააბრუნე თანხა მომწერე გპირდები არსად არ დაგასმენ ოღონდ ეხლა ინამუსე.