დღეს პირველად შევხვდი და მინდა გითხრათ, მე თუ კიდე რამე გამაოცებდა არ მეგონა...

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს დაკავების შემდეგ პირველად მოინახულა ცოლმა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სოფო ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ნიკა გვარამია თავს კარგად გრძნობს.
"დღეს პირველად შევხვდი და მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნიკას მიმართ გამოტანილი განაჩენი ხელისუფლებამ ნამდვილად თავის თავს გამოუტანა. მე თუ კიდე რამე გამაოცებდა არ მეგონა, ნიკა არის ძალიან მხნედ და ძალიან კარგად"