12 კვანძი ამომიღეს და აქედან 8 კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი... ცხონება მისურვეთ ხალხო

როგორც რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი გიორგი გილიგაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაციაც გაუკეთეს. გილიგაშვილი შაბათს გადაცემა სთორიში უპასუხებს კიტხვებს. როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა მას 12 კვანძი ამოუღეს და ამ 12 კვანძიდან 8 კვანძი ავთვისებიანი იყო.

"12 კვანძი ამოიღეს და 8 კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი… მამა აქედან ქედს ვიდრეკ შენს წინაშე არასოდეს მტოვებს ღმერთი, უნახავი…არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი…ძმაო, მოვალ, როცა იქნება, ნუ გეშინია მე სულ მინდოდა გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი მისურვოთ" - ამბობს გილიგაშვილი გადაცემის ანონსში