ბოლოს საახალწლოდ მაჩუქა საჩუქარი, სათუთად ვინახავ, რადგან მისი ბოლო საჩუქარია

ჟურნალ სარკესთან გარდაცვლილი მსახიობის ნიკა ქაცარიძის მეუღლემ ნინო ბერიძემ გარდაცვლილ ქმარზე ისაუბრა. მისი თქმით ნიკას ბევრი აუხდენელი ოცნება დარჩა კარიერაში. მან ასევე ისაუბრა იმ საჩუქარზე, რაც ნიკამ ბოლოს აჩუქა და რომ ამ საჩუქარს განძივით უფრთხილდება.



ნიკა საოცრად რომანტიკული იყო. სიუპრიზების მოწყობა და ჩემი გაოცება უყვარდა. ბოლოს, საახალწლოდ, სუნამო მაჩუქა და სათუთად ვინახავ, მენანება, რომ დავისხა, რადგან მისი ბოლო საჩუქარია. ისე ვუფრთხილდები, განძივით მაქვს. მის გარეშე სრულიად მარტო დავრჩი დედამიწაზე…