დიდი დრო არ არის დარჩენილი... ისწავლე, რომ საკუთარი თავი დაადანაშაულო

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და წერს, რომ სჯობს საკუთარი თავი დაადანაშაულო, მეტი პოზიტივი შემოიკრიბო და ცხოვრება უფრო გამარტივდება.
"იჩქარე, დიდი დრო არ არის დარჩენილი და ყველა გადადება, დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ შენს ადგილს სხვები დაიკავებენ. არასდროს ითამაშო დადანაშაულების თამაში. ყოველთვის წააგებ. ისწავლე, რომ საკუთარი თავი დაადანაშაულო, ასე ცხოვრება ბევრად მარტივი იქნება შენთვის. არასდროს შეუშინდე სირთულეებს და სხვებს ყოველთვის აჯობებ. შექმენი იდეალური სამყარო და შეაგროვე ბევრი პოზიტივი. ყოველდღიურად იფიქრე, რომ დაიბადე იმისთვის, რომ შენი საუკეთესო ცხოვრება შექმნა. კარგი ხალხი შემოიკრიბე გარშემო. ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ, პატივს გცემენ და დაგაფასებენ. ხმამაღლა გაიმეორე ყოველდღე, რომ შენ ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. და შენ უფრო მეტს გააკეთებ…"