რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორის მოადგილე საკუთარ კაბინეტში გაქურდეს, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია

გამოცემა ინფო რუსთავის ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში საკუთარ კაბინეტში სკოლის დირექტორის მოადგილე გაქურდეს. მოპარულია 500 ლარამდე თანხა. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.



რუსთავის ერთერთ სკოლაში დირექტორის მოადგილეს საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან ფული მოპარეს. არსებული ინფორმაციით სკოლაში 35 წლამდე მამაკაცმა შეაღწია და პედაგოგის ხელჩანთიდან 500 ლარამდე თანხა ამოიღო. როგორც კი მასწავლებელმა აღმოაჩინა რომ თანხა საფულეში არ იყო ადგილზე პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა კამერების დათვალიერების შემდეგ მალევე დაადგინეს მამაკაცის ვინაობა. რუსთავის პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა.