რატომ დაარქვა ჟურნალისტმა ხატია ქვათაზემ შვილს კატაი?

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა, ხატია ქვათაძემ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მან და მისმა მეუღლემ ქალიშვილს კატაი დაარქვეს.

"როგორც კი სქესი გავიგეთ, სახელიც მაშინვე შევურჩიეთ. უფრო სწორად, მამამ შეარჩია. კატაი დავარქვით, როგორც დავით აღმაშენებლის შვილს ერქვა. ზუსტად ამ მიზეზის გამო შეურჩია მამამ ეს სახელი. გარდა ამისა, კატაი იაპონურად მაგარს ნიშნავს, დავინახეთ, რომ მაგარი გოგო იქნებოდა და სახელიც მოუხდა..."