გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ რა!!! სამსახურის აივინდან ვუყურებთ... რასაც ვხედავთ, სულ მცირე 8 საათი აივანზეა გამომწყვდეული.... სავარაუდოდ სიცხისგან ენერგია აღარ აქვს

ფისბუქ მომხმარებელი ანა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამსახურიდან გადაღებულ ვიდეოს აღწერით, რომ ეს პატარა ლეკვი ასეა აივანზე სიცხესა და მზეში დაბმული დღის განმავლობაში და სავარაუდოდ იტანჯება, მზე რომ მიადგება ძალიან დაბალ ხმაზეღა წკავწკავებს ძალაგამოცლილი. ანა მჭედლიშვილი ფეისბუქზე საზოგადოების მაქსიმალურ დახმარებას ითხოვს.

გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ რა !!! სამსახურის აივინდან ბოლო 2-3 კვირაა, ერთი ძალიან საყვარელი ლეკვის ტანჯვას ვუყურებთ. ასეთ პაპანაქებაში, მეპატრონეს, ძალიან პატარა თოკით აივანზე ჰყავს დაბმული ხან აშებულია და საწყლად დარბის აივანზე უნდა რომ სახლში შეუვან, რასაც ვხედავთ, სულ მცირე 8 საათი აივანზეა გამომწყვდეული. 
ძალიან სწუხს, ყეფს, ოღონდ იმდენად ჩუმად თითქმის არავის ესმის, სავარაუდოდ სიცხისგან ენერგია აღარ აქვს რომ დაიყეფოს, სხვა ვარიანტი არ ვიცი რატომ არ უნდა ქონდეს ძაღლს ყეფის დროს ხმა...  არავინ აქცევს ყურადღებას. 
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეპატრონე პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და კეთილდღეობაზე. ამასთან, სათანადო კვებაზე, ადგილის გამოყოფაზე და ფიზიკურ აქტივობაზე, ცხოველის სათანადო კვებაზე და სანიტარიულ - ჰიგიენური პირობების შექმნაზე, რაც არ არის დაცული.
პირველ ჯერზე, შევხვდით მეპატრონეს და ვუთხარით, რომ სანამ სხვა ზომებს მივიღებდით, მანამდე ემოქმედა. პასუხი იყო ის, რომ ძალიან ხშირად ჰყავს სტუმრები და  სტუმრებს აწუხებს,  ასვე ყავს მცირეწლოვანი ბავში და მაშნ უშვებს ძაღლს სახლშ როცა ბავშსვს ძაღლის მოფერება უნდა, შესაბამისად, აივანზე უნდა ჰყავდეს.
ჩვენმა სტუმრობამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო რომ დაბმული აღარ ყავს. იძულებულები გავხდით, გამოგვეძახებინა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. მეპატრონემ კარი არ გაუღო. მათი თქმითაც, კანონიც უძლურია ამ შემთხვევაში და ერთადერთი თუ რეგისტრირებული არ ჰყავთ, 8 ლარიანი ჯარიმა იყო გამოსავალი. (გამოდის მაინცდამაინც ძაღლს უნდა კლავდეს და ვიდეო გვქონდეს რომ რამით დააჯარიმონ)
რადგან ვერც კანონი გვეხმარება, მაინტერესებს, არსებობს თუ არა სხვა გზა, რომელიც აიძულებს მეპატრონეს იზრუნოს ძაღლზე და ამყოფოს სათანადო პირობებში.
იქნებ ვინმე რამე ინფორმაციას ფლობდეთ 
ვიდეო დაახლოებით 11სკენაა გადაღებული ცოტახანში უფრო მიადგება მზე და რაც ვიდეო ჩანს ერთიბეწო ჩრდილი ეგეც აღარ ექნება