ბექა იმ დღესვე მოკლეს... ორი წელი ელოდა რიჟა და ბაჯგუ სასამართლო პროცესს სიკვდილ მისჯილთა საკანში... 8 წლის ბაჯგუმ ვერ გაუძლო სასტიკ მოპყრობას და ერთი თვის წინ მოკვდა...

ცხოველთა დამცველი და თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს 3 ოთხფეხა მეგობრის სიკვდილმისჯილთა საკნიდან... საიდანაც ერთ-ერთი დაკავებისთანავე მოკლეს, 2 მათგანი კი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე 2 წელი ელოდა კიდევ სიკვდილმისჯილთა საკანში გუშინდელ დღეს.

დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი "რიჟას" საქმეზე.  ორი წლის წინ, 2020 წლის 11 ივნისს რიჟა, ბაჯგუ და ბექა, სამი ოთხფეხა მეგობარი ცხოველთა მონიტორინგმა დააპატიმრა იმ მოტივით, რომ უცხო ცოფიან ძაღლთან ქონდათ კონტაქტიო.
ბექა იმ დღესვე მოკლეს მუნიციპალურ თავშესაფარში. ბაჯგუს და რიჟას მოკვლა  მოსამართლის  განჩინების საფუძველით საქმის ძირითად განხილვამდე შეაჩერეს.
ორი წელი ელოდა რიჟა და ბაჯგუ სასამართლო პროცესს მუნიციპალური თავშესაფარის სიკვდილ მისჯილთა საკანში გასეირნების და ნახვის უფლების გარეშე. 
8 წლის ბაჯგუმ ვერ გაუძლო სასტიკ მოპყრობას და ერთი თვის წინ მოკვდა. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, ბაჯგუს ლეშს თბილისის მერიამ ჩაუტარა ცოფზე გამოკვლევა ვაშლიჯვრის ლაბორატორიაში.
ბაჯგუს ცოფი არ აღმოაჩნდა. გაირკვა, რომ უდანაშაულო, ჯანმრთელი  ძაღლი კახა კალაძის უწყებამ წამებით მოკლა.
ეს არ იკმარეს და ახლა რიჟას მოკვლას დაჟინებით ითხოვენ.
აი ასეთი უსამართლო მმართველი ყავს ჩემ ქალაქს.  რიჟას ლაპარაკი , რომ შეეძლოს მსოფლიოს მოუყვებოდა იმ სისასტიკის და უსამართლობის შესახებ, რასაც კალაძის უწყება ჩადის და შველას მოითხოვდა.  15 ივნისს ქალბატონი მოსამართლე გამოუტანს რიჟას  საბოლოო გადაწყვეტილებას, აჩუქებს სიცოცხლეს ან ...