ეს არის ბიძინას და სალომეს მზაკვრული გეგმა, ყველაფერი ამ ორ ირაკლის შეეტენება და გადააყენებენ...

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას წერს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება არის ბიძინას და სალომეს მზაკვრული გეგმა და ბოლოს, უარეს შემთხვევაში ყველაფერი ორ ირაკლის, პრემიერს და პარტიის თავმჯდომარეს შეეტენება, რა დროსაც მათ გადააყენებენ.

"ბიძინას და სალომეს  გეგმა- ყველაფერი ორ ირაკლის შეეტენება და გადააყენებს(თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდება) პრემიერსაც და პარტიის თავმჯდომარესაც, რომლებსაც ბრალდებათ ბიძინას დასანქცირების   მოთხოვნის ჩაწერა  რეზოლუციაში.         თამაშში შემოიყვანს  ახალ პრემიერს  და პარტიის ახალ თავმჯდომარეს და  ჭირი იქა,ლხინი აქას დაატრიალებენ... ნუ,გეგმა ასეთია.  ორი ირაკლია ცუდი, თორემ ბიძინა კარგი კაცია"