მე, როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალი, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ...

მოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში საკუთარ სურათებს აქვეყნებს, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს, რომ ხმა აიმაღლონ, გამოვიდნენ, მოუყვნენ ეს ყველაფერი პოლიცია, თუ პოლიციას არა და გარშემომყოფებს მაინც, რომ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ მოძალადეებისგან.

"საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად იმატა ფემიციდის შემთხვევებმა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამართლება. 
მე, როგორც წარსულში ძალადობის მსხვერპლი ქალი, ვალდებულად ვთვლი თავს მოვუწოდო ქალებს, რომ არასდროს, არავის და არაფრის გამო არ შეურიგდნენ ძალადობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უმძიმეს შედეგამდე მივყავართ. 
ყველა, ვინც ხართ ძალადობის მსხვერპლი ქალი, ნუ დამალავთ, ხმამაღლა თქვით ამის შესახებ. დახმარებისთვის მიმართეთ პოლიციას, შესაბამის ორგანიზაციებს, თუნდაც თქვენს გარშემომყოფებს, რათა დაცული იყოს შენი უფლებები და ყველაზე მთავარი - შენი სიცოცხლე."