ახლახანს დავშორდი შეყვარებულს... ჩემს მიმართ აქვთ სიმპათიები მაგრამ მათთვის თითქმის მიუწვდომელი ვარ

ჟურნალ თბილისელებთან ბოდიბილდერმა მარიამ კობერიძემ მამაკაცებზე და ტავის პირად ცხოვრებაზე ისაურბა. მისი ტქმით კაცებს კომპლექსი აქვთ როდესაც მასზე რაიმეთი ძლიერ ქალებთან იწყებენ ურთიერთობას და ამ შემთხვევაში უმჯობესია ასეთ კაცს დაშორდე.



"თუ თაყვანისმცემელს იმდენად დაბალი თვითშეფასება აქვს, რომ ეს მისთვის პრობლემას წარმოადგენს, მაშინ აშინებთ და ასეთებიც არიან. აქვთ სიმპათიები ჩემ მიმართ, მაგრამ მათთვის თითქოს მიუწვდომელი ვარ. მსგავსი ადამიანები ნამდვილად არ მჭირდება, იმიტომ, რომ დაბალი თვითშეფასების ადამიანებთან ურთიერთობა რთულია. ცდილობენ, ჩემი თვითშეფასების დაქვეითების ხარჯზე შეძლონ ჩემთან ურთიერთობა. როცა რამე მსგავსს შევნიშნავ, დისტანციას ვიჭერ.

სერიოზულ ურთიერთობაში არ ყოფილხართ?
კი, ცოტა ხნის წინ დავასრულე სერიოზული ურთიერთობა. რთული იყო, მაგრამ ეს ჩემთვის მოტივაცია გახდა, სხვა რამეში მეპოვა შვება. ვარჯიში და სპორტი ყოველთვის მეხმარებოდა პრობლემებთან ბრძოლაში. დარბაზში რომ შევდივარ, ყველა პრობლემა მავიწყდება  და მხოლოდ ვარჯიშზე ვარ კონცენტრირებული"