ალბათ ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ - რას ყვება შალბა ნათელაშვილის სარძლო პოლიტიკოსზე?!

ჟურნალ თბილისელებთან საუბრისას შალვა ნათელაშვილის სარძლო მომავალ მამამთილსა და დედამთილზე საუბრობს. მისი თქმით საყვარელი ადამიანის ოჯახის გაცნობა ერთი დიდი სიამოვნება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ნერვიულობდა.



"ბექა იმდენად ახლოს არის ჩემს შეხედულებებთან,. გაცნობიდან ძალიან მალე ჩემში იმდენად დიდი ნდობა დაიმსახურა, რომ შეუძლებელი იყო, მის მშობლებზეც უზომოდ კარგი წარმოდგენა არ შემქმნოდა. საყვარელი ადამიანის მშობლის გაცნობის პროცესს თან რომ ნერვიულობა ახლავს, ეს ძალიან ბუნებრივი მგონია. ალბათ, ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, თუმცა ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემთვის იმის მაგალითია, რომ ყოველთვის უნდა იფიქრო მომავალზე და წინ თამამი ნაბიჯებით იარო. ის ძალიან მეგობრული, მხიარული, ხალისიანი და თბილი ადამიანია, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. საერთოდ, ბექას მშობლები ძალიან მეგობრულები არიან და კარგად ესმით შვილის, ამიტომ მგონია, რომ ჩვენც ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება"