წინა ღამით მომწერა,მისგან მესიჯი და ეს ვიდეომივიღე... არ მჯერა რომ ეს მოხდა...

მომღერალი ლევან კბილაშვილის გარდაცვალებამ არა მხოლოდ ქართველი ხალხი არამედ რუსი გულშემატკივრებიც კი აატირა. ქართველი მომღერლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაიაც ეხმაურება და წერს, რომ გასულ ღამეს მისგან მესიჯიც კი მიიღო დღეს კი ასეთი საშინელი ამბავი შეიტყო.
შეგახსენებთ რომ რუსული მედია აქტიურად განიხილავდა ლევან კბილაშვილისა და ლუბა უსპენსკაიას რომანის შესახებ ინფორმაციებს.
"დღეს დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული არტისტი – ლევან კბილაშვილი… არ მჯერა, რომ ეს მოხდა და ამ სიტყვებს ახლა ვწერ და ცრემლებს ტელეფონის ეკრანს ვაფრქვევ… ბოლოს და ბოლოს, გასულ ღამეს მისგან მესიჯი და ვიდეო მისი კონცერტიდან მივიღე, მაგრამ დღეს ის აღარ არის… ვერც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას… სიცარიელეს… არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა… მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ…" - წერს ლუბა უსპენსკაია სოციალურ ქსელში