ოთხშაბათს, 29 ივნისს ე.წ სატანისტური დღე გველის... ამ კვირაში თუ რაიმე განსაკუთრებული საქმე გაქვთ თხშაბათი დღე გამოტოვეთ...

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა იმედის დილის ეთერში ისაუბრა ამ კვირის თავისებურებებზე, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ არ უნდა მოვიქცეთ. საერთო ჯამში კი ეს კვირა არც ისე კარგი იქნება საქმის დასაწყებად. იქნება საკმაოდ კონფლიქტური და მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდა ხალხს.


"კიდევ ერთი დღე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, ოთხშაბათია. ამ დღეს ახალმთვარეობაა, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოში ხდება. მზე და მთვარე ერთმანეთს კირჩხიბის ზოდიაქოში ხვდება. მზე და მთვარე არ მეგობრობენ, მათი ენერგიები ერთმანეთს ეჯახება, რაც 29 ივნისს ხასიათის ცვალებადობას, აგრესიულობისა და დეპრესიულობის მომატებას, ტყუილებისადმი მიდრეკილებას, უყურადღებობის ან ჩაფიქრების ნიადაგზე, ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს გამოიწვევს. ამ პერიოდში არავითარი საქმეების გარჩევა, არავითარი კამათი
დღევანდელ დღეს არაუშავს, ხვალინდელ და, განსაკუთრებით, ზეგინდელ დღეებს სჯობს.

ამ კვირის განმავლობაში, თუ რაიმე განსაკუთრებული საქმე, პროექტი, ხელშეკრულება, მოლაპარაკება გაქვთ, 29 ივნისი, ოთხშაბათი დღე გამოტოვეთ - ეს დღე მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი საქმეების გარჩევისა და სარისკო მოქმედებების გარეშე უნდა გავიაროთ. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობასაც, რადგან ახალმთვარეობა კირჩხიბში ხდება, კუჭის ზონასთან სიფრთხილეა გამოსაჩენი, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ საკვების კუთხით - მაღალია მოწამვლის ალბათობა"