კვირას გამთენიისას ირაკლის მოპარეს ტელეფონი... დილასვე შეატყობინა პოლიციას და აჩვენა ყველა ის დეტალი რაც იცოდა

ფეისბუქ მომხმარებელი მეკო იაშვილი სოციალურ ქსელში და ჯგუფებში წერს, რომ მის მეუღლეს მოპარეს ტელეფონი, რაზეც პოლიციის რეაგირება იყო 0. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას თვითონაც ეხმარებიან გამოძიებაში და ეუბნებიან სად იყო ტელეფონი, ასევე კამერების ჩანაწერები გადასცეს, რეაგირება მაინც ნულია.



შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი კრიმინალური პოლიცია 
კვირას გამთენიისას ირაკლის მოპარეს ტელეფონი.
როცა მიხვდა რომ ტელეფონი არ ქონდა მაშინვე დაიწყო ექაუნთით ძიება, რა თქმა უნდა პარალელურად ვრეკავდით და ა.შ. 
დილასვე შეატყობინა პოლიციას და აჩვენა ყველა ის დეტალი რაც იცოდა. (ლოკაცია, გადაადგილებები და ა.შ).  
შეავსებინეს განაცხადი და ლოკაციაზე წამოსვლა არც უფიქრიათ, ბევრი ტელეფონია ამ პერიოდში დაკარგული/მოპარული, განცხადების მიღებაზეც რიგი იყო და არც ეტყობოდათ რომ დაინტერესდა ვინმე ამბით. 
რადგან ამ დროს დროში მალე რეაგირება მნიშვნელოვანია, ვთხოვეთ ლოკაციებზე კამერები ენახათ და ხვალო, გადაგვიდეს:)) (იმ ხვალაც ვურეკავთ და არ იღებენ) 
კვირას მთელი დღე ვეძებდით მოვიარეთ ლოკაცია მაგრამ ნუ უშედეგოთ.
ჩვენი რესურსით ამოვიღეთ კამერები, ვნახეთ შესაძლო ეჭვმიტანილები. რა თქმა უნდა გავუზიარეთ პოლიციას, მაგრამ
რეაგირება ისევ 0. 
დღეს ვნახეთ რომ მიიტანეს თევდორე მღვდლის 7 ნომერში (ბაზრობაზე ის ცნობილი ადგილი სადაც მეორადი და მოპარული ტელეფონები იყიდება). რა თქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენეთ პოლიცია, რეაგირება ისევ 0. 
მივიდა იკა, თავისი რესურსით არკვევდა ისევ, ნახა როგორ იბარებენ
მოპარულ ტელეფონებს 400
ლარებში, ისევ ჩააყენა პოლიცია საქმის კურსში, პირდაპირ ვეუბნებით სად რა დანაშაული ხდება და ისევ რეაგირება 0.
ანუუ, რისი იმედი უნდა მქონდეს 2 დღეა გამოძიებას ჩვენით ვატარებთ. ლოკაციებზე დავსდევთ ტელეფონს. განახებთ ყველა დეტალს, განახებთ კამერების ამონაწერს და ესე ვერ გამოვიძიებთ ჩვენო გვეუბნენით, ზრდილობის მიზნითაც არ გამოხატავთ ინტერესს. პირდაპირ მიგითითებთ დანაშაულზე და რეაგირება 0.
დასკვნები თქენთვის მომინდია!!