დღეს, 29 ივნისს ახალმთვარეობაა, თუ ფინანსების მოზიდვა გინდათ ეს რიტუალი ჩაატარეთ

დღეს ახალმთვარეობაა, მიხეილ ცაგარელის თქმით თუ ფინანსების მოზიდვა გინდათ ამაღამ, 29 ივნისს ლითონის ფული უნდა დაანახოთ მთვარეს და გარეთ დატოვოთ, რომ წლის მომდევნო პერიოდი ფინანსურად უზრუნველყოფილი გქონდეთ.



"ახალმთვარეობაზე ძველი, მამაპაპური რიტუალის გამოყენება შეგიძლიათ - ლითონის ფული გარეთ გაიტანეთ, მთვარეს აჩვენეთ, სადმე დადეთ, რომ მთვარემ დაინახოს და ახალი ფინანსური შემოსავალი მოიტანოს. არავითარი ახალი საქმე არ დაიწყოთ..." - ამბობს მიხეილ ცაგარელი იმედის დილაში.