რა გახდა რა უტვინობა და არააადამიანობაა გარშემო... თქვენი დაღუპულია ნახევარი ქალები, ვინც ქმრების მსხვერპლი გახდნენ

ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ქუთაისში მომხდარ შემზარავ მკვლელობას ეხმაურება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. შეგახსენებთ რამდენიმე საათის წინ საკუტარ სახლში ქალი გარდაცვლილი ნახეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი მისი ყოფილი ქმარია.
"ყოფილო ქმრებო!!! 
ყოფილ ცოლებთან, შეყვარებულებთან, ყოფილ girlfriendებთან არაფერი აღარ გესაქმებათ, გარდა (ყოლის შემთხვევაში) საერთო შვილის ფინანსურად და ყურადღებით უზრუნველყოფისა!!!! 
მშობლებო!!!!!! ნუ ზრდით ქალიშვილებს ნული თვითშეფასებით და თქვენი იმედის ქონის გარეშე!!!!!! ქმრისგანაც უნდა დაიცვათ საკუთარი პირმშო, და ყოფილი ქმრისგანაც, ახალმა თაობამ ეს ვიცით, ძალიან კარგად და დიდ ენერგიას ვდებთ ამაში!!!!!!!!!!!! დაიცავი და დაუდექი გვერდით საკუთარ შვილს!!!!!!!!! რა გახდა რა უტვინობა და არააადამიანობაა გარშემო….. ვინ კაცი და ვინ სანაცნობო უნდა მერჩივნოს ჩემ ქალიშვილს, თქვენი დაღუპულია ნახევარი ქალები, ვინც ქმრების მსხვერპლი გახდნენ!!!!!"