მარნეულში ამ გოგოს მიუცვივდნენ ალტ ინფოელები და სვავებივით ახვევიან გარშემო დასაძიძგნად
- 02/07/22
- 63987 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მარიამ დოლიძე სურათს აქვეყნებს და წერს, რომ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტს სამირა ბაირამოვას ალტ ინფოელები მიუცვივდნენ, გარშემო ალყა შემოარტყეს და დასაჯიჯგნად გაიმეტეს, მიუხედავად ამისა, გოგონა მაინც თავაწეული ამაყად დგას და არ ეშინია.
"მარნეულში Samira Bayramova ს მიუცვივდნენ ალტ ინფოელები და სვავებივით ახვევიან გარშემო დასაძიძგნად.
უნდა ნახოთ, როგორი მშვიდი, ამაყი და პრინციპულია სამირა. აი, ისეთი ცხადია სადაა ღირსება, სიმართლე და მომავალი, რომ ვერ ვიჯერებ, თუკი ვინმე გულწრფელად შეიძლება ისევ შეცდომაში იყოს და ამას ვერ არჩევდეს. სამირა, ვამაყობ, რომ ჩემი თანამოქალაქე ხარ და შენს გვერდით მიწევს დგომა" - წერს სოციალურ ქსელში მარიამ დოლიძე