ეს პოსტი იქნება უმძიმესი... ადმინისტრაციამ ყველა კომენტარი დააჰაიდა ან წაშალა... ეს კომენტარები იყო დიდი ტკივილი...

ანნა სააკაძე სოციალურ ქსელში ბევრისთვის მტკივნეულ თემაზე წერს და ამბობს რომ ეს ყველაფერი სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით კი იმ ბავშვების მშობლებისა და ოჯახისწევრებისთვის, რომლებიც ონკოლოგიური პაციენტები არიან.

"პოსტს ვდებ თავიდან!!წინა პოსტი ხარვეზით ზიარდება ტექსტის გარეშე და გთხოვთ თქვენი აზრი აქ დააფიქსიროთ.
იაშვილის ბავშვთა ონკო- ჰემატოლოგიური ცენტრი პოსტი იქნება უდიდესი და უმძიმესი!! და თუ უბრალოდ არ ასქროლავთ და გაგიჩნდებათ ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი ძლიერ დამავალებთ !! 
...გუშინ იაშვილის ფეიჯმა ქვემოთ მოცემული ამბავი გამოაქვეყნა. კერძოდ თუ რაოდენ დიდებულად მიმდინარეობს მათ კლინიკაში ონკო  და ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა.ცხადია თავიდან ამ " ხუმრობაზე"  გაგვეცინა,მაგრამ რადგანაც სასაცილოდ საქმე არ გვაქვს ყველამ კომენტარში ჩვენი აზრი და უმწარესი გამოცდილება დავაფიქსირეთ. ადმინისტრაციამ  ყველა კომენტარი დააჰაიდა ან წაშალა გარდა ერთისა..კომენტარში განახებთ რა დატოვეს ))) 
ეს კომენტარები იყო დიდი ტკივილი , მშობლების განვლილი გზა ,მათი პირადი აზრი და ელემენტარული უზრდელობაა მათი წაშლა. თუმცა კიბოთი დაავადებული ბავშვის მშობლის დაცინვა ხომ თქვენი სტილია !!! მთავარია ის ზემოთ მთავარი პერსონა არ გაბრაზდეს და ჩემამდე ვერ დადის რატომ არის ერთადერთი სპეციალისტი პედიატრიულ ონკოლოგიაში.. რატომ  აიძულებთ ყველას ქედი გიხაროთ.ეს შანტაჟია მკურნალობის სანაცვლოდ!! თუმცა ალბათ ასე ხდება როცა კიბოთი დაავადებული ბავშვი თქვენთვის პაციენტი კი არა კლიენტია !!! ეს არ იქნება პოსტი სადაც უპრაგონოდ ''მკვლელო მკვლელოს 'გაჰყვირიან ეს იქნება ფაქტები !!!! ფაქტები სადაც სრულიად საქართველოს მედიცინას უტეხავთ სახელს თქვენი დაშლილი სისტემით  ..და სანამ ვინმეს შენიშნვა და მწარე კომენტარი გეწყინებათ თქვენს " მთავარს" ვთხოვდი ფეხი ჩამოწიოს როცა გამწარებული მშობელი საშველად შედის მის კაბინეტში და ყავის ჭიქა გვერდით გადადოს!!! 
მე არ მაქვს პრეტენზია  100 პროცენტიან გარანტიებზე ონკოლოგიაში და განსაკუთრებით პედიატრიულ ონკოლოგიაში..ზუსტად იმ მიზეზით რომ თქვენი კლინიკიდან არასდროს  არსაიდან საშუელი არ იყო , ძალიან ბევრი წავიკითხე ,ვკითხულობდი,ვთარგმნიდი სამ ენაზე,ვაკეთებდი კონსოექტებს რომ მეტი გამეგო ამ დიაგნოზის -  კონკრეტულად პედიატრიული ონკოლოგიის შესახებ ,ვესწრებოდი ონლაინ შეხვედრებს და კი ბავშვთა ონკოლოგია ონკოლოგიათა შორის უმძიმესი დიაგნოზია და ეს მთელ მსოფლიოში ასეა ...თუმცა ყბაც ჩამომივარდა როცა აღმოვაჩინე რომ  დაავადების მკურნალობის მართვა, გვერდითი ეფექტების მართვა თურქეთში და ევროპაში უკვე კარგად დანერგილი წესია ბავშვებშიც.. და ჩვენთან კოკაკოლის და გვრილის ნაყენის იქეთ რომ არ მიდის საქმე მწარეა !!!საქმე მხოლოდ მკურნალობა არ არის, არამედ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის სიცოცხლის ხარისხს,განურჩევლად დიაგნოზისა და განურჩევლად შესაძლებლობებისა, განურჩევლად იმისა, თუ რა იქნება ხვალ  -დღეს პაციენტი იმსახურებს სიცოცხლის მაღალ ხარისხს, შესაძლებლობების ფარგლებში,მისი დიაგნოზიდან გამომდინარე.. იმსახურებს მართოთ მისი გვერდითი ეფექტები თანამედროვე მეთოდებით ,რაც რეალურად არსებობს!!
და თუ საქართველოში  ასაკით დიდ ზრდასრულ პაციენტებში  ეს ყოველივე მიიღწევა, ხელმისაწვდომია,პაციენტებს აქვთ არჩევანის საშუალება თავის ქვეყანაში სად სურთ მკურნალობა,რომელ კლინიკაში თუ ქალაქში ბავშვები არ არიან ღირსები ეს სერვისი და " ფუფუნება" მიიიღონ?  მოდით ვიყოთ გულახდილები! მშობელი მაქსიმალისტია და ეს ასეც უნდა იყოს !!! შეიძლება მშობელი სამედიცინო დონეზე რაღაცეებს ვერ ხვდებოდეს. ექიმებად არავინ ვიბადებით!! მაგრამ გეტყვით მესამე თვალი რას ხედავს ამ ამბავში !! ნებისმიერი ბავშვი განურჩევლად მისი დიაგნოზის სიმძიმისა იმსახურებს გარემოს და თანამედროვე სერვისებს მკურნალობის პროცესში,მკურნალობის დასრულების ან დამძიმების შემთხვევაში შეწყვეტის დროს
ონკო დიაგნოზის მქონე ბავშვი ჩვეულებრივი ბავშვია!!  არ გაქვთ უფლება  ბავშვებისგან მათ გამოყოფას შეუწყოთ ხელი!! არ გაქვთ უფლება გარიყოთ.ხელი შეუწყოთ მათ ჩამორჩენას სხვადასხვა აქტივობებში,რომლებიც მათთვისაც ასევე საჭიროა და საინტერესო როგორც ყველასთვის!! თქვენ იცით რომ თქვენგან ნამკურნალებ ბავშვს ევროპაში ბევრი კლინიკა უბრალოდ ხელს აღარ კიდებს!!! თქვენ იცით რომ თქვენს კლინიკაში ნამკურნალები ბავშვი იღებს ყველაზე დაბალი ხარისხის მედიკამენტს, თუ მშობელმა თავისი სურვილით არ იყიდა და არ გამოაგზავნინა!!! 

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Central Hospital  ამ ჩამონათვალის მერე ფიქრობთ რომ გაქვთ უფლება მშობლების აზრი წაშალოთ??? თუ უნდა ეცადოთ მივაღწიოთ დიალოგს და როცა პირდაპირ მიგითითებთ სად იპარება შეცდომა გამოასწოროთ და არა იჩხუბოთ !!
თქვენ ამ სტატიაში წერთ რომ მკურნალობთ ყველა ონკო პრობლემას - როგორც სოლიდურს ასევე ჰემატოლოგიურს და ღმერთო ! ისე მაინც ნუ გაიწყვეტდით  შუბლის ძარღვს მიელოდისპლაზიურ სინდრომს საიდან მკურნალობთ, როცა მისი კვლევის მეთოდიც კი არ გაქვთ გამართული ... და ლაბორატორიაში უდიდესი ხარვეზები გეპარებათ !
მაგალითად ადგენთ დიაგნოზს და გეშლებათ ფორმა!!!  თუნდაც ლეიკემიის შემთხვევაში.რამდენი ბავშვი გავუშვით საზღვარგარეთ ,რომლებსაც იქაც დაუდასტურდათ  ლეიკემია,მაგრამ დაავადების ფორმა ყოფილა სხვა!! ამ მიზეზითევროპაში თქვენს გამოწერილ ფორმა 100 ექიმი ონკოლოგი ბოლომდე აღარც კითხულობს და გვერდით დებს!!! მცხვენია ეს რომ ხდება !!
წერთ, რომ მართავთ ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს რითი გვირილის ნაყენით ???
 მაშინ, როცა ევროპაში წასული ბავშვის ზოგადი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება აქ დარჩენილი ბავშვის ფიზიკურ მდგომარეობაზე...გული მწყდება!! ვბრაზდები !! ვბრაზდები, რომ გაქვთ უფლება საქართველოს სახელი გაუტეხოთ ..საიდან მოდის ეს ისტორიები ონკოლოგიაზე ''ქართული ქიმიები' 'ცხენის ქიმიები'' თქვენგან.ეს საქართველოს ბრალი არ არის ეს თქვენი ბრალია !!!! და იმის მაგივრად თქვენს პაციენტებს უსმინოთ რქებით უდგებით !!!
ამბავზე რომელიც წლებია გრძელდება, ყველა უნა იღებდეს ხმას!  სახელი ყველასი ფუჭდება - " საქართველო ქვეყანა სადაც ონკო დიაგნოზის მქონე ბავშვებს ვერ მკურნალობენ " და მე მინდა რომ ამ ლაფიდან ამოვიდეთ!!
მე მიწევს ხოლმე გაჩუმება  მხოლოდ იმ მიზეზით ,რომ სრულად გააზრებული მაქვს ყველა  ბავშვი საზღვარგარეთ ვერ წავა.. და მშობელი ატირებული რომ მირეკავს ექიმი პალატაში შემომივარდა  ჩარიცხვების პოსტი წაშალონო  იმიტომ რომ თურმე " რაღაც დეტალი" გამეპარა, რომლის საჯაროდ დაწერა თურმე არ მოსულა,ან რომ ხედავს სხვა მიფრინავს სამკურნალოდ და თვითონ ვერ..თვითონ პალატიდან ჭუჭყი აქვს გასატანი!!!! მერე ღამეები აღარ მძინავს იმიტომ რომ მე 4 წლის ბავშვისთვის პირობა მაქვს მიცემული ,რომელსაც ბამბის ნაყინის მაგივრად უბრალოდ უნდა ხელს  რომ მომკიდებენ არ მტკიოდესო!!!! ძალიან მწარეა იმ ოთხ კედელში მშობლისთვის იმის კითხვა რასაც ვწერ...ყველა ბავშვი იმსახურებს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს !!! განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა დედამიწის ნებისმიერ კონტინენტზე !!! როდემდე უნდა იყოთ ჰაერში გამოკიდებული დეპარტამენტი !!! უჩინარი ბავშვებით, რომლების ყურება უბრალოდ ძნელია და მეტი არაფერი !!! რადემდე უნდა იყოთ საქართველოში მედიცინის შავი ლაქა !!!  როდემდე უნდა ბლოკავდეთ ნიჭიერ ადამიანებს !!! პატივი იმ ადამიანს მაინც ეცით ვისი სახელობის კლინიკაშიც მოღვაწეობთ ..! პოსტი ისე გავაზიარე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ და დატოვოთ კომენტარი იმ ლინკზე სადაც ჩვენი არ ესმით  .
 ჩემი აზრი, ბევრ მშობელს აქამდე რომ ხმამამღლა ესაუბრა-  პალატაში სადაც სიმშვიდე სჭირდებათ უნიტაზებს ასუფთავებენ ,პალატაში სადაც ჰიგიენა უნდა იყოს უმკაცრესად - სარეცხია გაფენილი,  ფანჯრებიდან უქიქინებს, მშობლებს ერთი კვირა სძინავთ სკამზე. უფრო კონკრეტულად კი რაღაც ამოუცნობ ჩავარდნილ კრესლოზე , რომელიც ჩემთვის დღემდე გაურკვეველი ნივთია და შიმშილისგან გული მიგდით ხოლმე მკურნალობის პროცესში, რადგან იქ ყველაფერი თქვენ ხართ ..ალბათ  ცოტა სხვაგან ვიქნებოდით ახლა !! ამოიღეთ ხმა ბოლოს და ბოლოს !!! დაწერეთ რას გადიხართ ყოველ დღე და რას გავდივართ თქვენთან ერთად ჩვენ !! დაწერეთ ყველგან რადგან ყველგან ვერ წაგიშლიან ..და ასე ჩამოყალიბდება სერვისი, სადაც თქვენს შვილს ექნება შანსი იცხოვროს, იცოცხლოს და არა იარსებოს!!!
ისიც ვიცი, ამ პოსტს ყველა ის მშობელი ნახავთ ვისაც მოგინდებათ რამე თქვათ.სათქმელი ბევრი გაქვთ, მაგრამ რაღაც ნაწილი ისევ გაჩუმდება ! არ ვიცი ამას რატომ აკეთებთ ,მაგრამ გაგება შემიძლია...ზუსტად ეს არის ტრაგედია.
ყველგან სადაც მიმიწვდება ხელი და ხმა ყველგან ვყვები და მოვყვები როგორ ჩამორჩება საქართველოში ონკო დიაგნოზის მქონე ბავშვების სერვისები!!! ვყვები ყველგან რომ უნდა გვიშველონ რადგან ამ ბავშვებისთვის დღეები წყვეტს !!  და დამიჯერეთ ხმა ბევრგან მიმიწვდება! სადაც უკვე იციან და მომავალშიც ბევრს გაიგებენ,კლინიკის შესახებ ,რომელმაც კიბოთი დაავადებული ბავშვის თავზე მკურნალობის სისტემა ჩამოშალა!!!!!.
მაპატიეთ ყველა იმ სპეციალისტმა ვინც ამ სივრცეში თქვენს საქმეს პატიოსნად ემსახურებით,ალბათ არ არის სასიამოვნო წასაკითხი ,მაგრამ ამაზე უნდა ვისაუბროთ !!!