ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ... არ მომწონს დახვრეტილი ცხვირები... ენები... ასეთი ქალი ცოლად რომ მოგეყვანა სხვებიც იტყოდნენ, მეძავი შეირთოო

ჟურნალ გზასთან ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა ისაუბრა ქართულ ტრადიციებზე და ქართველ ქალებზე. რა მოსწონს და რა არ მოსწონს ამ ყველაფერში.

"არ მომწონს ერთი რამ: გვსმენია, როგორი იყო ქართველი ქალი, თავისებური ხიბლით, სტუმარ-მასპინძლობით და ყველა კუთხით… დღევანდელი ახალგაზრდა გოგონები ნუ მიწყენენ და, არ მომწონს დახვრეტილი ცხვირები, ენები, სხეულზე ყველგან ტატუ… დედაჩემის დროს ასეთი ქალი ცოლად რომ მოგეყვანა, სახლიდან გამოგაგდებდნენ და სხვებიც იტყოდნენ, მეძავი შეირთოო…

სამწუხაროდ, ქართული კულტურა, მოდა და ეს ყველაფერი თითქოს "მოდიდან გადადის"… აბა, იტალიური ჩაცმულობა, იაპონური სუში და ასე შემდეგ, რა მოსატანია, როცა შენი ხინკალი და მწვადი გაქვს?! სუში ბრინჯით კეთდება და, ბოლოს და ბოლოს, ფლავი აღარ გვინახავს?! ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ ყველა დამეთანხმება, რომ ქელეხის ფლავზე მაგარი რამ არც არსებობს… უმდიდრესი სამზარეულო გვაქვს. აჭარაში ვიყავი და იქაურ ბორანოზე ვგიჟდები. არ ვიცი, რამდენი რამ ჩამოვთვალო ჩვენი არაჩვეულებრივი კერძებიდან…"