ბავშვების განწირული კივილი ისმოდა, დედამ 200 მეტრი მაინც ირბინა - ზუგდიდში მომხდარი შემზარავი ფაქტი

ზუგდიდის ცენტრში მომხდარი შემზარავი ფაქტის შესახებ ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. მათი თქმით ყოფილი ქმარი ცოლს სამუშაო ადგილას მიუვარდა და დანით გაეკიდა. შემთხვევა 2 არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა.
"შემოგვესმა ბავშვების განწირული ხმა, დედას უშველეთო, გამოვვარდით. ზუსტად ამ დროს გამოიარა პატრულმა და დააკავა" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
კაცმა ქუჩაში ქალაქის ცენტრამდე, დაახლოებით 200 მეტრის დისტანციაზე სდია ყოფილ ცოლსა და ორ შვილს. მოქალაქეებმა დანით შეიარაღებული კაცის შეჩერება ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, როგორც კი მოძალადემ სამართალდამცველები დაინახა, დანა დააგდო და საკუთარი ნებით ჩაბარდა. პოლიციამ კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ქალი კი დაკითხვაზეა.