რა იცოდა რომ ეს მისი ბოლო ვიდეო იქნებოდა... მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით მეგობრები... თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, სერიოზული დაზიანებებით შეიყვანეს

საქართველო დღეს კიდევ ერთმა ტრაგედიამ შეძრა. სამოქალაქო აქტივისტი გივიკო კუბლაშვილი უბედური შემტხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი მეგობრები და უცხო ადამიანები სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილებს წერენ და გივიკოს ემშვიდობებიან. როგორც ამბობენ სამოქალაქო აქტივისტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მის მიერ გაკეთებულ უკანასკნელ ლაივზე კი უმარავი სამძიმრის კომენტარია.
"მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით მეგობრები, დილით 7 საათზე მომიწია იქიდან წამოსვლა აუცილებელ საქმეზე და სადღაც 2 საათში გავიგე, რომ ჩვენი უკარგესი მეგობარი ცოცხალი აღარ გვყავდა. მართალია ექიმები ამბობდნენ, რომ ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი, მაგრამ მაინც არ ვუშვებდით, რომ შეიძლებოდა მას რამე მოსვლოდა და ვლოცულობდით მის გადასარჩენად.

ტრაგიკული შემთხვევა მის სამსახურში გუშინ, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე შუალედში მოხდა. ერთ-ერთ ავეჯის დამამზადებელ კომპანიაში მთავარი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო, არ ევალებოდა, მაგრამ ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა. წინა დღეებში სოციალურ ქსელში ვიდეოც დადო, 12 საათამდე ეს უნდა მოვასწროთ, რომ ჩვენი წარმოება ისევ დადგეს მწყობრშიო. როგორც გივიკოს ნათესავმა მითხრა, ტრაგედიის ამსახველი ვიდეოც არსებობს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა.

თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, სერიოზული დაზიანებებით შეიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, გულს აპარატით უმუშავებდნენ. ექიმები ამბობდნენ, ერთი პროცენტიც არ არის გადარჩენის იმედიო, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდით იმ 1 პროცენტს. ისიც გვითხრეს, თუ 24 საათი გაუძლო, მერე გეტყვით რას მოვიმოქმედებთო. დღეს პირველ საათზე იწურებოდა ეს დრო, სამწუხაროდ, 10 საათზე გარდაიცვალა.