ამ ფოტოს კარგად დააკვირდით.... მეცხრე დღეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაუყვანიათ... რომ სცოდნოდა რას უქადდა მომავალი ალბათ რუსულ ტანკებს შეუვარდებოდა 9 აპრილს...

ნანა ჩილაგავა 9 აპრილის სიმბოლოს შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მისი თქმით ლელა ვეფხვაძე უსინათლოთა კავშირიდან გამოგდების შემდეგ შიმშილობის შედეგად მეცხრე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ფოტოს კარგად დააკვირდით. ეს ფოტო სარკეა ჩვენი ოცდაათწლიანი  უბადრუკი არსებობის.. 
დიახ, ეს ლელაა ვეფხვაძე.
ის ლელა, 1989 წლის ცხრა აპრილს,  რუსული ტანკების პირისპირ დარჩენილ ქართველებს რომ შემოსძახა, " დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს"-ო.
იმ  ცხრა აპრილის ღამეს ახალგაზრდა უსინათლო ლელას რომ სცოდნოდა, რას უქადდა მომდევნო სამი ათწლეული მას და მის სათაყვანებელ სამშობლოს,  ალბათ რუსულ ტანკს ისეთივე შემართებით შეუვარდებოდა, როგორც იმღერა...
მთელი ეს წლები ლელა ვეფხვაძე მეტროში მღეროდა  და ქუდში ჩაგდებული გროშებით ნაქირავებ ბინაში ზრდიდა შვილს. 
ახლა უსინათლოთა კავშირიდან გამოუგდიათ, შიმშილობა დაუწყია და მეცხრე დღეს  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაუყვანიათ.
ლელა, რომელიც ნანატრი არშემდგარი თავისუფლების სიმბოლოა.
ლელა, რომლის ცხოვრებაც  ჯოჯოხეთად აქცია სისტემამ.
ლელა, რომელიც დღეს საქართველოს სარკეა....