დღეს ათასჯერ გამახსენდა ეს მონაყოლი და ათასჯერვე გული შემიკუმშა ამ ფაქტმა

ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში ერთ არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტზე წერს, რომელიც დღეს მოისმინა ერთ-ერთი ადამიანისგან. მისი თქმით კოვიდინფიცირებულმა ქალმა საკუთარი შვილების "გადარჩენის" მიზნით სხვა ადამიანები გაიმეტა ინფიცირებისთვის.
"დღეს ერთი ადამიანი მეუბნება: "რაიონში ვიყავი, კოვიდი დამიდასტურდა. შვილებმა დამირეკეს, ჩამოვალთ ახლავე,წამოგიყვანთო და გავიგიჟე თავი, მანქანაში არ ჩაგიჯდებით, არაფერი გადაგდოთ-თქო.   ხოდა დილით წამოვედი "მარშუტკით" , მარტო ვიყავი მთელი ეს პერიოდი სახლში, ისე მეშინოდა…"
დღეს ათასჯერ გამახსენდა ეს მონაყოლი და ათასჯერვე გული შემიკუმშა ფაქტმა, რომ საკუთარი შვილების გადარჩენის გამო, რამდენი სხვისი შვილი, შვილიშვილი და ა.შ. გაიმეტა ადამიანმა, რომელსაც პატივს ვცემდი… 
მაპატიეთ ყველამ, მაგრამ კარგი დედობის გამო, ცუდ ადამიანებად ნუ გადაიქცევით"