ზოგადად, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მე გამიმართლა რომ ჩემს ოჯახში მსგავსი რამ არ ხდება – ეს მამაჩემის ტანსაცმელია, ძირითადად, ჩემი გარდერობი შედგება მამაჩემისა და ბაბუაჩემის სამოსისგან...

მომღერალმა იკაკო ალექსიძემ გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" თავისი ჩაცმის სტილზე ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ მას ოვერსაიზები მოსწონს. ასევე თქვა, რომ ვინტაჟური სტილი მისი ფავორიტია და ძირითადას მისი გარდერობი მამისა და პაპის ტანსაცმლისგან შედგება.
"რაც შეეხება ჩემს სტილს, ბავშობიდან ვფიქრობ, რომ ცოტა ჩემებური სტილი მაქვს. მშობლებთან პრობლემა არ მქონია, ზოგადად, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მე გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში მსგავსი რამ არ ხდება – ეს მამაჩემის ტანსაცმელია, ძირითადად, ჩემი გარდერობი შედგება მამაჩემისა და ბაბუაჩემის სამოსისგან. ვინტაჟურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. მეორადში უფრო მოსაწონ სამოსს ვნახულობ და არა ტრენდულს, რომელიც ბევრს მოსწონს. მომწონს ოვერსაიზი…"