2 დღის წინ ქუჩაში საფულე ამომივარდა... შიგნით ყველა ნივთი დამხვდა გარდა სოლიდური თანხისა... დიდი მადლობა ადამიანო...

მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 დღის წინ საფულე დაკარგა და მალევე მიაგნო, მაგრამ საფულეში ის სოლიდური ტანხა აღარ დახვდა, რომელიც ავტომობილის შესაცვლელად ჰქონდა გადანახული. ის მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ესგააკეთა, რადგან იპოვა ის ნივთები, რომელიც საფულეში ედო და დავიწყებული ჰქონდა.

"ყველა მოვლენას აქვს დადებითი მხარე - 2 დღის წინ ქუჩაში საფულე ამომივარდა..
შემდეგ ბევრი ვეძებე და როცა ვიპოვე შიგნით ყველა ნივთი დამხვდა გარდა სოლიდური თანხისა რომელიც მანქანის გამოსაცვლელად მქონდა გადადებული.. 
საგულდაგულოდ ქონდა ამ ადამიანს ყველა ნივთი გადახარისხებული და დაბინავებული საფულის სხვადასხვა ჯიბეში. ამ ნივთებში აღმოვაჩინე ის რასაც ფოტოზე ხედავთ. (საერთოდ არ მახსოვდა)
დედაჩემის , მაიკოს და ჩემი პატარა დაიკოს ფოტოები. 
მაიკოს სასიყვარულო წერილი და ლექსი ძმობაზე რომელიც მაშინ დავწერე როცა საქართველოდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი. 
მოკლედ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ 
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული, ოჯახი და ნამდვილი მეგობრობაა. 
დიდი მადლობა ადამიანო რომ ჩემი საფულის ყველაზე მიუდგომელ ჯიბეში ჩაძვერი და კიდევ ერთხელ შემახსენე ადამიანობის მთავარი ღირებულება!"