ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმი გამონძრეულა... რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო

სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ერთ-ერთ ფსევდო ექიმ ბჭზე წერს, რომელიც ტიკ-ტოკში ძალიან სამარცხვინო და კანონდამრღვევ ვიდეოებს წერს და მოსახლეობას უზიარებს თავის ავამყოფურ აზრებს თუ როგორ უნდა გქონდეს გოგოსთან სექსი, როდესაც ის არ გთანხმდება ამაზე.
"ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმი გამონძრეულა და ტუტორიალები ჩამოურიგებია ტიკტოკში, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო.
ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს.
დანარჩენებმა კი იცოდეთ, რომ ძილში და/ან სხვამხრივ უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალთან სექსი არ არსებობს - არსებობს მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება, რომელიც ისჯება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით."