პოსტი დაწერა არ გვაჭამესო... გული მერევა... ჯერ გაიგეთ სინამდვილეში რა როგორ იყო

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოყვა მთელს საქართველოში, უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელში ულოცავდა, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც ტყუილი ჭორებით ერთი ამბავი შექმნეს, მაგალიტად ფოტოგრაფი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ცუდათ გახდა იმის გამო რომ ერთი ლუკმაც კი არ აჭამეს.
ამ ტყუილ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სალომე ბაკურაძის მეუღლე გამოეხმაურა და ქორწილის ორგანიზატორის პოსტიც შემოგვთავაზა.

"იმედია ხვდება ის ფოტოგრაფი სულ რომ არ ყოფილა ქორწილში და პოსტი დაწერა არ გვაჭამესო... ცხოვრებაში არავინ არსად სამუშაოდ არ დაუძახებს? რას დავემსგავსეთ ხალხო... გული მერევა..."
 



"ძვირფასო მეგობრებო და ნაცნობებო, აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ამ საოცარ აგორებულ ამბავს.
მოდით სანამ ჩვენს ორგანიზებას და გაკიცხვას დაიწყებთ, ჯერ გაიგეთ სინამდვილეში რა როგორ იყო...
ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში. პოსტის დაწერიდან, 1 საათში ანუ როგორც კი პროგრამამ მოგვცა საშუალება ყველას, მშვენივრად მივუსხედით მაგიდას, საკმაოდ დატვირთული მენუთი და არც ფოტოგრაფი, არც ვიდეოგრაფი, არც ხმის და განათების რეჟისორი, არც კრანის ხალხი მშიერი არ დარჩენილა... ასევე დააყოლეს უგემრიელესი ტორტი და ყავაც.
ჩვენს კომპანიასთან ვისაც უმუშავია, კარგად იცის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა და ასეთი შეცდომები ჩვენ რომ არ მოგვდის კიდევ კარგი არაერთ ადამიანს გაქვთ ნანახი.
ნამდვილად იზრუნა ორგანიზატორმა სთაფის კვებაზე მეგობრებო და შეარგეთ ეხლა ამ ხალხს ბედნიერება!
ორი დღეა ვკითხულობ კარგ კომენტარებზე მეტ უარყოფითს, ლიზა წაიქცა და აიტაცეთ, ვიღაცამ რაღაც დაწერა რაც სიმართლე არაა და აიტაცეთ, კარგი ვერაფერი დაინახეთ ამ ქორწილში???" - წერენ ქორწილის ორგანიზატორები