ცოტა უხერხულია, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში... - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მსახიობი და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე ლიზა ჩიჩუა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დიდ მადლობას უხდიან საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებმაც მათ მიულოცეს და მათთვის თბილი სიტყვები გაიმეტეს. ასევე წერენ იმ ფოტოგრაფის შესახებ, რომელიც საერთოდ არ ყოფილამათ ქორწილში და პოპულარობის მიზნით ტყუილი ინფორმაცია გაავრცელა.

ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვღებულობთ თქვენგან... ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა! ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე რასაც გასცემთ ასმაგად... ბევრს არ დავწერ იმაზე რაც “ატყდა” სოც-ქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ. სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ...
პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელს გუნდს ვინც ენერგია არ დაიშურა რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო Geoworld Events ...