მოსკოვმა მეგი გოგიტიძეს 6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტი ამ განცხადების გამო გაუუქმა

რამდნეიმე კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე რუსეთში, კერძოდ მოსკოვში გამართულ კონცერტზე იმღერებდა ქართველ მაყურებელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და უმეტესობამ მომღერალი გააკრიტიკა კიდეც.
რამდენიმე დღის წინ მომღერალმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იმღერებდა მოსკოვში - "სწორედ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვიმღერებ", რამაც სავარაუდოდ მოსკოვი გააღიზიანა, კერზოდ კი პუტინი.
დღეს კი უკვე ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვმა მეგი გოგიტიძის კონცერტი, რომელიც 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული გააუქმა.