ვინ არის გოგონა, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება აიღო
- 01/08/22
- 66793 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ტესტები სულ 60 ქულიანი იყო და საქართველოს მასშტაბით სულ რამდნეიმე აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი შეფასება. მათ შორის არის მარიამ რუხაძე - ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება – 60-დან 60 ქულა მიიღო. გამოცემა "ფორტუნა" მასთან ინტერვიუს გვთავაზობს.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება, იურიდიულ ფაკულტეტზე. სტრესია ძალიან დიდი, მაინც ის შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერცერთ საგანში ვერ გამოვავლინე. ასეთი მოლოდინის შემდეგ, ასეთი შედეგი ასმაგად დიდი სიხარულია.. არ ველოდი და ვერც გავხსენი ჩემით ლინკი, იმდენად მეშინოდა. მომავალ აბიტურიენტებს კი ვეტყვი, რომ სანერვიულო არაფერია, გარემოც იმდენად კომფორტული და მეგობრულია, რომ ბევრად გაუადვილდებათ ყველაფერი."