მადა მაქვს საოცარი, ვჭამ ყველაფერს... მაინც ვჭამ, ვერ ვჩერდები... ფსიქოლოგიურად დედას გ.... ეს ოხერი

ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდით დაინფიცირდა და რომ არა მესამე ბუსტერი ალბათ ამ ყველაფერს ვერც გადაიტანდა. ჟურნალისტი მოსახლეობას აცრესკენ და ბუსტერის გაკეთებისკენ მოუწოდებს...

"დღე მესამე :
მადა მაქვს საოცარი, ვჭამ ყველაფერს, მაგრამ ყველაფერს ჩალის გემო აქვს.  არა, გემო და ყნოსვა არ დამიკარგავს, მაგრამ ყველაფერი უგემურია. 
მაინც ვჭამ, ვერ ვჩერდები.  სახსრების ტკივილმა ცოტა უკან დაიხია. 
პერიოდულად მაყანყალებს და სესილიას გმირივით ვერ ვხვდები, მარჯვნიდან, თუ მარცხნიდან. 
ყელის გაუსაძლისი ტკივილი ისევ მაქვს.  ხმა მაქვს ბარი უაითის.  რაღაცნაირად ცარიელი ვარ. ვერ აღვწერ როგორი მდგომარეობაა - თან ვშფოთავ და თან ცარიელი ვარ.  ფსიქოლოგიურად დედას გ.... ეს ოხერი კორონა - გინდა, სადმე კუთხეში მოიკუნტო და გაუჩერებლად იტირო. 
ნერვების პირველი მტერია. 
კიდევ ვიმეორებ, აცრილ-დაბუსტული რომ არ ვყოფილიყავი, ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად ამას ვერ გავუძლებდი, ფანჯრიდან გადავხტებოდი.  არსად წასულა, არც შესუსტებულა, უბრალოდ, აცრა საკაიფოდ გვიცავს.  აიცერით !!!"