ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში... მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა... აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში მამუკა ონაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ ძალიან განიცადა მომღერლის გარდაცვალება. იყო მის სამძიმარზე და ამბობს რომ მას ბოლო პერიოდში ძალიან უჭირდა.
"ხვალ მამუკა ონაშვილის გასვენებაა. ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი. ძალიან მეწყინა და მეტკინა...
გუშინ პანაშვიდზე ვიყავი. და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი. ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში. არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის - ნიჭი, ხმა, ქარიზმა.
მაგრამ ეს ხო საქართველოა. ხოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა. 
მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს. ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!"