მაპატიე... სინანულის შეგრძნება შემომაწვა

მოდელი ირინა ონაშვილი მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს. შეგახსენებთ, მამუკა ონაშვილი დღეს დაკრძალეს.

"მართლა წამია ეს წუთისოფელი, რაღაცნაირად ვფიქრობდი ახლა და სინანულის შეგრძნება შემომაწვა, რანაირია ეს ცხოვრება, ბოლოს როდის ვნახე მამუკა და როდის ჩამეხუტა აღარც მახსოვს, არადა ცოტაა მისნაირი თბილი და მოსიყვარულე
ვერც დაგემშვიდობე დღეს, მაპატიე... სულ ვიამაყებ შენით, სულ ჩვენს გულებში იქნები"