ეს რიმა ბერულავაა... ხვალ რუსეთმა რომ დაგვბომბოს აი ამ ქალის სიუჟეტი იქნება საბაბი... აკეთებს რეპორტაჟებს საქართველოს წინააღმდეგ

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. მისი თქმით ეს გოგონა აკეთებს რუსული ტელეარხისთვის საქართველოს და ქართველების საწინააღმდეგო სიუჟეტებს, რასაც ეს ვიდეოც ადასტურებს. წარმოშობით ართველია, ქართულიც კარგად იცის, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა და ხვალ რუსეთმა რომ დაგვბომბოს ამ გოგონას სიუჟეტებს დაგვიდებს საბაბად:

"ეს რიმა ბერულავაა და მე რამდენიმე თვის წინ მისი რეპორტაჟი ვნახე შემთხვევით. პუტინის "რაისიასთვის" მუშაობს საქართველოდან. ლუგარზე ქონდა ისეთი სიუჟეტი, ხვალ რუსეთმა რომ დაგვბომბოს მარტო ეს სიუჟეტი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად (ქოცებივით რომ მჯეროდეს რომ რაიმე მიზეზი სჭირდება). სიუჟეტში ამბობს, რომ თითქოს ლუგარში ვაკეთებთ ვირუსებს, რითაც ვაპირებთ რუსები ამოვხოცოთ. 
გუშინ "დედაენის" ბარში იყო ეს ჟურნალისტი. დანარჩენი თქვენ უნდა წარმოიდგინოთ რას დაწერს და იტყვის. ასევე უნდა წარმოიდგინოთ "დედაენის" ბარის გარშემო რა ტიპის ინტერესია. ალტ ინფო კი არ დაინტერესდა, არამედ მთლად "რასია". 
საერთოდ არ მაინტერესებს ამ გოგოს ფასეულობები და ის რომ სამშობლოს მოღალატედ იქცა ახალგაზრდა ადამიანი. მან აირჩია ეს გზა. ჩემთვის აი, რა არის საინტერესო: ნოდარ რუხაძე გუშინ ლაივში ეკითხება საქართველოს მოქალაქე ხარო. არაო. აბა აქ როგორ ცხოვრობო? “როგორ და ლეგალურად" - იყო პასუხი. 
ხვდებით რა ამაზრზენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? კანონის სრული დაცვით, რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ჩვეულებრივად ცხოვრობს საქართველოში, აკეთებს რეპორტაჟებს საქართველოს წინააღმდეგ, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ მუშაობას. რომელ ქვეყანაში შეიძლება ეს ხდებოდეს? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? არანაირი პრობლემა არ ექმნება, აძლევს გამოგონილ არგუმენტებს რუსეთს, რომელსაც შეუძლია გამოიყენებს თუნდაც სამხედრო ინტერვენციისთვის ეს არგუმენტები და საქართველოს ხელისუფლება ამ დროს არათუ არაფერს აკეთებს, მწვანე შუქს უნთებს, ქსენოფობიაზე გველაპარაკება, კელი დეგნანს ებრძვის და ჩვენ გვეკითხება: "ომი გინდათ?"