დიღომი, გრ.რობაქიძის გამზირი - ესეც არაფერია, ბატონო რუსეთუმე თავმჯდომარევ? ესეც უნდა გავატაროთ ალბათ? დავმშვიდდეთ?

დავით ქაცარავამ რამდნეიმე წუთის წინ შემაშფოთებელი სურათი გამოაქვეყნა გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან, სადაც ვიღაცამ ერთ-ერთ ბოძზე ომის რუსული ნიშანი მიახატა და მოუწოდებს შსს-ს რეაგირებისკენ, რათა იპოვონ ეს ადამიანი და საკადრისი პასუხი გაეცეს.
"დიღომი, გრ.რობაქიძის გამზ. 
ალბათ პუტლერიუგენდის ვინმე თინეიჯერმა გაირთო თავი საზაფხულო არდადეგებზე ჩამოსულმა. 
ესეც არაფერია, ბატონო ქოცბანდპარტიის რუსეთუმე თავმჯდომარევ?  ესეც უნდა გავატაროთ ალბათ? დავმშვიდდეთ? 
სად გადის ის ზღვარი, სადაც შეიძლება ფორმალურად მაინც შეშფოთდეთ?
შსს - ამ მონაკვეთზე მინ. 3 კამერა უნდა იყოს და იქნებ ეს პროვოკატორი ნაძირალა იპოვოთ, ვინც ომის რუსულ ნიშნებს გვიხატავს ცენტრალურ ქუჩებში? 
მაგრამ რას ბრძანებთ, კამერები უეჭველი გათიშული იქნებოდა ამ დროს და ჩართული რომც ყოფილიყო, ჩვენ ხომ "სტუმარ-მასპინძლობა" არ გვეშლება და ბოლოს და ბოლოს, რუსებს ხომ არ გავაბრაზებთ? 
ეს ემოცია ჩნდება ამ ქოცხელისუფლების ხსენებაზე."