სამსახურიდან წამოვედი... ისეთი რაღაც მითხრეს რომ ახლაც არ მჯერა... როგორ უნდა გვაჩერებულიყავი...

ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონა ქეთა ჩანქსელიანი, რომელიც თავის გამოცდილებას და ამერიკაში ცხოვრების სტილს ტიკ-ტოკზე ხშირად უზიარებს ქართველ გამომწერებს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმაზე, რომ შუა მანჰეტენზე, ქართულ რესტორანში, სადაც ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა ისეთი რამ უთხრეს მეპატრონეებმა რომ იქ ვეღარ გაჩერდებოდა და სამსახურიდან წამოვიდა...
"ზოგადად, ქართველების დამოკიდებულება ქართველების მიმართ ამერიკაში არის შემარცხვენელი… არ მინდა, შემზიზღდეს ჩემი ერი და ქვეყანა, ისეთი ხალხია აქ… მოხდა რაღაც შეცდომა რესტორანში, სადაც ვმუშაობდი. რეალურად ჩემი ბრალი არ იყო. რეალურად სხვისი ბრალი იყო, მაგრამ ჩემი ბრალი იყო ის, რომ მე არ გადავამოწმე. ქალბატონი, რომელსაც თავი მოაქვს და ნიუ იორკში ბევრი იცნობს, უცბად მეუბნება, რომ ამ ყუთს თავში გირტყამო… ჯერ ეს რა მიმართვაა, სად გაიზარდე, საიდან გამოიქეცი? ამხელა ქალი შენიშვნის მიცემის ამ სტილს რომ ირჩევ… რომც ყოფილიყო ჩემი ბრალი, ეს რას ნიშნავს? თან, ახალი ვიყავი და მნიშვნელოვანიც არაფერი ყოფილა…"

@ketachankseliani

ვითომ ქართველი "ელიტა" ამერიკაში ) იმედია ამ ვიდეოს ნახავ და შეგრცხვება შენი საქციელის ????

♬ original sound - Keta✨