ხელი შორტის ელვაზე ამისვა და წელზე ამოატარა... არ ვაპატიე რა თქმა უნდა - ალექსანდრა პაიჭაძეს ქუჩაში უცნობმა კაცმა ხელების ფათური დაუწყო

ალექსანდრა პაიჭაძეს მოულოდნელად უცნობმა ბიჭმა ხელების ფათური დაუწყო, რის გამოც დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ამის შესახებ ვიდეოკადრებს თვითონ ალექსანდრა პაიჭაძე აქვეყნებს ინსტაგრამ სთორიში და წერს:
"სამწუხაროდ ამ კაცის საქციელი მხოლოდ დასასრული ჩანს ამ ვიდეოში, საწინააღმდეგო მიმართულებით მოდიოდა, ხელი შორტის ელვაზე ამისვა და წელზე ამოატარა. არ ვაპატიე რა თქმა უნდა, კი ნახეთ არაერთხელ როგორ მეკეტება გონი ასეთ მომენტებში. მერე მარჯვნივ მდგომი ბიჭი გაყვა გარეთ, გაყვნენ დაცვის ბიჭებიც და ის მიიღო რასაც იმსახურებდა ხელების ფათურისთვის. სულ ეს იყო, კიდევ მაქვს ლამაზი კადრები... გაინტერესებთ?"