ეს ანონიმური პოსტი ვფიქრობ, ბევრი გოგონას შინაგან მდგომარეობას ასახავს. მათ შორის, ჩემს ძველ დამოკიდებულებას საკუთარ თავთან

მომღერალი თათა გიორგობიანი იმ მოზარდების შესახებ წერს, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ და მათ გასამხნევებლად საკუთარი მოზარდობის პერიოდი მოჰყავს მაგალითად, როდესაც ისიც იმას განიცდიდა მასი, რსაც დღეს განიცდიან მოზარდები:
"გამარჯობა, მოკლედ გოგო ვარ და მაქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება რაც მაწუხებს. ყველა ლამაზი მგონია ჩემ გარდა ( არ გეგონოთ რო ეს ფაქტი "მგრუზავს" ან სხვისი სილამაზის მშურს, არა! უბრალოდ ცუდი განცდაა როცა საკუთარი თავი მახინჯი გგონია და რო გიყურებენ მაგაზეც კი კომპლექსდები, “ვერ წარმომიდგენია რო მყავდეს შეყვარებული რადგან არ ვარ ლამაზი” ეს არის ჩემი ფიქრიი თუ ვინმე ბიჭი მომეწონება, ხალხთან კომუნიკაციისაც მეშინია, ვინმე თბილად თუ დამელაპარაკება მგონია რო დამცინის. ვიცი რო საუთარი თავი უნდა მიყვარდეს ჯერ მაგრამ არ გამომდის და ბევრი მიზეზიც მაქვს ამისთვის( ტრამვებიდან გამომდინარე ), ადრე ასე არ იყო ძაან მომწონდა ჩემი თავი და უზომოდ თბილი კომუნიკაბელური ადამიანი ვიყავი მაგრამ იმდენი ცუდი რაღაც დამატყდა თავს ნელნელა გაქრა ჩემი თვითშეფასება. მირჩიეთ რამე"

 ერთ-ერთი გოგონას ეს ანონიმური პოსტი ვფიქრობ, ბევრი გოგონას (და არამხოლოდ) შინაგან მდგომარეობას ასახავს. მათ შორის, ჩემს ძველ დამოკიდებულებას საკუთარ თავთან. მეც ვიყავი მანდ... თუ ახლა შენ ხარ მათ რიცხვებში, ვისაც ერიდება თქვას: მე მომწონს ჩემი თავი იცოდე, რომ მახინჯი ადამიანი არ არსებობს!!!! სიცოცხლე სამყაროს სასწაულია. არსებობს საკუთარ თავთან დისკომფორტში მყოფი ადამიანი. აქ აუცილებელია გავიაზროთ რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი არა.

"თუ რამის შეცვლა შეგვიძლია, და ნამდვილად საჭიროა (!) კომფორტის და სიმშვიდის მისაღწევად, ამ მიმართულებით დავიწყოთ სისტემური და გააზრებული შეუპოვარი მუშაობა. დავიცვათ ზომიერება და ინდივიდუალიზმი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღო შენი სხეული ისეთი როგორიც არის და შეიყვარო, მოუარო და პატივი სცე, რადგან მან უნდა გატაროს მთელი ცხოვრება. იდეალური არავინაა. არც ყოფილა. არც იქნება. ნაკლი აქვს ყველას და ეს ადამიანურია. დროსთან ერთად კი სხეულის ყველა ნაკვთი ბერდება და წარმავალია.
ყველაზე დიდი და ნამდვილი სილამაზე გარეგნობაში კი არა ადამიანის შინაარსშია, მის პიროვნულ სიღრმეში, ენერგეტიკაში. ამის შექმნა კი, ძვირადღირებული კოსმეტიკით და ვარცხნილობით შეუძლებელია.

გამოცდილება, განათლება და ოპტიმიზმი სულ სხვანაირად ანათებს ადამიანს. საყვარელი საქმის კეთება და ახალი ჰობის და ინტერესების შეძენა, ამრავალფეროვნებს სიხარულის განცდას. და ბოლოს, ჩვენს პლანეტაზე აბსოლიტური ჰარმონია და სიმშვიდე არასდროს იქნება. მაგრამ, ის შეგიძლია საკუთარ თავში იპოვო. საკუთარ თავთან მეგობრობასა და შინაგან სიმართლეში. "