იარე ჩვენთან ერთად - მოინახულე საქართველო!

ქართულ სატელევიზიო სივრცეს კიდევ ერთი ახალი, მაღალ რეიტინგული გადაცემა შეემატა - იარე ჩვენთან ერთად, გადაცემა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ორი გადაცემა უკვე გაკეთებულია, ყაზბეგზე და რაჭაზე, იგეგმება უამრავი საინტერესო გადაცემა.  როგორც ჩვენთვის ცნობილია ამ ეტაპზე იარე ჩვენთან ერთად სულ მალე, სვანეთის ტურს შემოგვთავაზებს, ვიაროთ მათთან ერთად!



გადაცემა იარე ჩვენთან ერთად თვეში ერთხელ, ტელევიზია GNS-ის ეთერში გადის, რომლის პროდუსერი და იდეის ავტორი, მისივე გადაცემასავით მხიარული, ფერადი გოგონა ნატა გაბუნია გახლავთ.

გადაცემის მთავარი მიზანია საქართველოს ულამაზესი მხარეების ჩვენთვის უკეთ გაცნობა. ჩვენი, როგორც მაყურებლის მთავარი მიზანი კი ამ საქმეში მათი დახმარებაა. მაყურებელსაც შეგვიძლია მინიმალური წვლილის შეტანა - შევუწყოთ ხელი გადაცემას განვითარებაში - იარე ჩვენთან ერთად, მოვიწონოთ და მაქსიმალურად ვისიამოვნოთ გადაცემის ყურებით.


გადაცემის წამყვანი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილია. ოპერატორები და სცენარისტი ნიკოლოზ სვანი და ლევან კაკულია...

გვიყურე და     ი ა რ ე    ჩ ვ ე ნ თ ა ნ    ე რ თ ა დ     მთელს საქართველოში!