ფეისბუქზე ზუსტად ეს მომწერა... მოვიდა და ეხლა აღარსად აღარ გავუშვებთ აქდან

რეინვესტის თანადამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორი პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში 20 წლის ახალგაზრდას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მისი თქმით ეს ბიჭი უამრავ წარმატებულ პროექტში იქნება სამომავლოდ ჩართული.
"Nika Kaulashvili, 20 წლის. Full-stack ვებ პროგრამისტი FB-ზე მომწერა. მერე  re:invent-ში მოვიდა და ეხლა აღარსად აღარ გავუშვებთ აქდან
ზუსტად ეს მომწერა "იუთუბ ვიდეოებიდან და სხვადასხვა რესურსებიდან ვისწავლე ფრონტენდი შემდეგ ბექენდიც. ვფიქრობ რომ უნივერსიტეტში დახარჯული თანხა ჩემს შემთხვევაში არაა სწორი ინვესტიცია ვინაიდან ადრევე მივხვდი რომ რასაც უნივერსიტეტში ვისწავლი 10 მაგდენი შემიძლია გუგლით ავითვისო და ბევრად ნაკლებ დროში." სასწაული აზროვნება აქ პირველი კურსიდან მუშაობს და ეხლა რამე სტარტაპს დავიწყებთ ერთად, რომ თავისი ბიზნესისთვის იმუშაოს. დღეს სხვა დროა. შენც შეგიძლა #reinvent"