
მე ისე ვინერვიულე... ორჯერ გული მიმდიოდა... უცებ სცენაზე რომ უნდა გავსულიყავი...
- 27/08/22
- 53891 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი წერს გუშინ მის კონცერტზე მომხდარ ამბავზე, კლუბში უეცრად შუქის გათიშვაზე (თან მხოლოდ იმ კლუბში სადაც კონცერტი იმართებოდა) მისი თქმით შუქი იმდენ ხანს იყო ჩამქრალი რომ კონცერტი ღამის 3 საათზე დაიწყო და ამ ყველაფერზე ძალიან ინერვიულა. ასევე მადლობას უხდის თვაის მსმენელს მოთმინებისა და სიყვარულისთვის.
"გუშინ პრორუსების შემოსევის გარდა, კონცერტი მქონდა ღამე, უცებ სცენაზე რომ უნდა გავსულიყავი, ჩაქრა შუქი მხოლოდ ჩვენთან კლუბში. საათზე მეტი არ იყო და სრულიად გადატენილი სივრცე არ დაიშალა. ეს არის სიყვარული ნამდვილად და ვეცდები ყოველთვის გავამართლო იმედები.
პ.ს: ამას პორტალები არ გააზიარებენ, არაფერია სკანდალური ამაში.
მე ისე ვინერვიულე, რომ არ მოდიოდა შუქი, სცენაზე ფეხების კანკალით ავედი და ორჯერ გული მიმდიოდა, რადგან კონცერტი ღამის სამ საათზე დაიწყო.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა სათითაოდ ყველას"