რო არ დავწერო არ შემიძლია... გულში ვფიქრობ ლილიანა გამაგრდი... სიტყვებით ვერ ავღწერ ამ შეგრძნებას

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლილიანა ერთ-ერთ ჯგუფში საოცარ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით თავს გადახდა იტალიაში მოგზაურობისას და წერს, რომ ამ ყველაფრისგან სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.

"რო არ დავწერო არ შემიძლია ისეთი ემოციებით ავივსე მომხდარისგან...
იტალიის ერთერთი ქალაქიდან მატარებლით მივდიოდი სხვა ქალაქში, საქმაოდ კაი ხანია ესე ვმოგზაურობ იტალიის შიდა ქალაქებში და POlIZIAას ჯერ არ გავუჩერებივარ პირველი შემთხვევა. ვარ ტურისტი!
მომთხოვეს პასპორტი რომელიც არ მაქ რადგან ამ დილას აღმოვაჩინე რო არ მაქ რეალურად... კი ვიპოვე მაგრამ სხვა ქალაქშია მე კი აქ ვარ და 2 მეტრიანი კაცი მადგას თავზე და ელოდება პასპორტს როდის ვანახებ..... წუთიერი დუმილის შემდეგ, როცა უკვე ყველაფერი წარმოვიდგინე რაც კი შეიძლება გავხედე ამ პოლიციელს საწყალი სახით და ვეუბნები არ მაქ თქო თუ გინდა სურათს გაჩვენებ თქო)))) მაგ დროს ამ კაცის სახე უნდა გენახათ, ვერ ვხდებოდი გამეღიმა თუ მეტირა
მანახეო 
ეხლა ვეძებ ამ პასპორტის სურათს 5000 სურათში და ამას ვატყობ უკვე რო ევსება მოთმინების ფიალა))))  გულში ვფიქრობ ლილიანა გამაგრდი  რამენაირად ავუხსნი თქო ამ პასპორტის ამბავს და იქნება გაჭრას თქო))))) 
როგორც იქნა ვიპოვე ამოსაწყვეტი სურათი და მივაწოდე ეს ტელეფონი, წამის მეასედში ამ კაცმა იმხელა ხმაზე დაიყვირა "Georgiana" შევხტი მოულოდნელობისგან, უცებ მომეხვია და იმას იმეორებდა რო ქართველი ვარ და ცრემლები წამოუვიდა ამ 2 მეტრიან დევივით კაცს )))) 
 გაოცებულმა გავხედე ვერ მივხდი რა ხდება თქო, ან რა ვთქვა…. 
თავის მეწყვილეს რაღაც გადაულაპრაკა იმანაც ბედნიერება რაღაც მითხრა იტალიურად და ეხლა ორივემ მიმაცილა მატარებლამდე სულ არ ახსოვთ ჩემი პასპორტი, მთავარი ის იყო მაგათვის რომ ქართველი ვარ...
ამომყვნენ მატარებელში ჩემ ადგილას დამსვეს და წასვლის დროს "Forza Kvara" ისეთი ბედნიერი სახეებით თქვეს სიხარულოს ცრემლები წამომივიდა, სიტყვებით ვერ ავღწერ ამ შეგრძნებას....
წარმატებები ოქროს ბიჭს"