არ მინდა ამ ამბის დაჯერება... თეატრში დამწყებ მსახიობებს შეგვხვდა და...

დღეს სამწუხარო ამბავი გავრცელდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა. მეგობრები და ახლობლები მას სოციალურ ქსელში დიდი სიყვარულით და მწუხარებით იხსენებენ. მათ შორისაა ანი გუნთაძეც, რომელიც წერს:
"მგონი ამაზე მეტად გული არაფერზე დამწყდება ახლა
მიშა გომიაშვილი! 
ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო ვინც ძალიან მიყვარდა და სამსახიობო მონაცემებითაც გამორჩეული.
სერიალ  "ყავა და ლუდი" დან შემიყვარდა ბავშვობაში და სულ მიყვარდა..
თეატრში დამწყებ მსახიობებს შეგვხვდა და სულ მახსოვდა მისი სიტყვები.. აღფრთოვანებული ვიყავი… 
არ მინდა ამ ამბის დაჯერება
RIP.. "ალექსევიჩ""