ვინ იყო მიშა გომიაშვილის უკანასკნელი სიყვარული, რომელთან ერთადაც მსახიობმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა

გუშინ კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გავრცელდა, მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა. მიშა გომიაშვილის განსაკუთრებით უყვარდა 2000-იანი წლების ადამიანებს და არა მხოლოდ. მისმა გარდაცვალებამ მართლაც მთელი საქართველო დაამწუხრა. საქართველომ კი ერთ-ერთი დიდი მსახიობი დაკარგა მისი სახით.
მსახიობი არასდროს მალავდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალებს. ყოველთვის საჯაროდ ამბობდა იმას, რომ მას 4 ოფიციალური ქორწინება ჰქონდა. ამის გარდა კი ჰქონია 2-3 მწლიანი თანაცხოვრებები ქალებთან, რომლებსაც იმ პერიოდში მალავდა, რადგან არაოფიციალურად იყვნენ ერთად.

"სხვათა შორის, არცთუ ისე ბევრი ცოლი მყავდა, ვიცი ხალხი, ვისაც ჩემზე ბევრი ცოლი ჰყავდა. ოთხი ცოლი მყავდა. ყოფილა, ორი-სამი წელი მიცხოვრია ქალთან და ვამბობდი, რომ ის ცოლია. დღევანდელ დღეს რომ ყოფილიყო ეს ამბავი, თავისუფლად ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საყვარელია. ეს ის პერიოდია, როდესაც ამას ქალზე ვერ იტყოდი, ძალიან შეიცვალა დრო... სტატუსი უნდა ყოფლიყო ცოლის, ქალს უფრო უფრთხილდებოდი და მაგიტომ მიწევდა ამის თქმა, თორემ ოფიციალურად ჯვრისწერა და ხელმოწერა მქონდა-ოთხი. მოიცა, არ მახსოვს, ან სამი, ან ოთხი ხელის მოწერა მქონდა" - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში

მიხეილ გომიაშვილის უკანასკნელი სიყვარული ქეთი კანდელაკია. წყვილმა 2016 წელს დაიწერა ჯვარი და როგორც მაშინ მსახიობმა აღნიშნა, "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარძალია"

"კაცს ბედნიერებისთვის სჭირდება მხოლოდ ერთი რამ - უყვარდეს საყვარელ ქალს... მე ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ვუყვარვარ საყვარელ ქალს..."