დღეს წელიწადი დასრულდა... დაგვტოვა... მოკლეს… ბევრის თქმა მსურს, ძალიან ბევრის, მაგრამ...

პეტრე კოლხი ნიკო კვარაცხელიას შესახებ წერს და ამბობს რომ ამ ბიჭის შესახებ დღეს გადაცემა იქნება. ბევრის თქმაც სურს, მაგრამ გადაცემის ფორმატი არ აძლევს ამის საშუალებას. 
"დღეს საღამოს შვიდის ათ წუთზე, გადაცემა ნიკოზე.
შეუძლებელია დიდ ადამიანებზე წარსულში ისაუბრო… მით უფრო, თუ დიდი ადამიანი, ასაკით ძალიან პატარაა და თითქმის დაბადებამდე ბევრი რამ შეძლო...
მომავლის ბიჭი, ასე შეარქვეს მას, ვისაც ბევრი მიზნები, ამოცანები, ინტერესები და გეგმები ჰქონდა.
დიახ, ამ სახელმა განსაზღვრა მისი უკვდავება, მისი მუდამ ახალგაზრდად ყოფნა…
ბევრის თქმა მსურს, ძალიან ბევრის, მაგრამ გადაცემის ანონსია და ფორმატი ამის უფლებას არ მაძლევს.
ჰო, ყველა მიხვდით, რომ ნიკო კვარაცხელიაზე ვსაუბრობ… უფრო სწორად, ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა…
დღეს წელიწადი დასრულდა, რაც დაგვტოვა, რაც მოკლეს…
მალე მისი სახელიბის ლიტერატურული პრემია დაარსდება… ჩემი ნიკოს სახელობის პრემია…
დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ნიკოზე, მის მეგობარ თეკლა გაგოშიძესთან ერთად"