რა არის სპინინგის ანკესი, რომელიც საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა მოითხოვა ორ მილიონ დოლართან ერთად

ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, 2 000 000 დოლართან ერთად ის ითხოვს ასევე ვერტმფრენს და სპინინგის ანკესს. ახლა მოგიყვებით თუ რა არის სპინინგის ანკესი:

თვით სიტყვა სპინინგი, ინგლისური სიტყვაა, (spinning) რომელიც სწრაფ ბრუნვას,ტრიალს ნიშნავს. ეს მეთოდი ითვალისწინებს ხელოვნური სატყუარის გატარებით თევზაობას. გატარების უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ ამაზე მერე. ეხლა კი ჯოხების კლასიფიკაციაზე ვისაუბროთ.

სპინინგის ჯოხს, გარდა სიგრძისა, გააჩნია სხვა დამატებითი მახასიათებლები. ასეთებია ტესტი და წყობა. სპინინგის ტესტი განსაზღვრავს ოპტიმალური სატყუარის წონას. თუ რა წონის სატყუარით შეგვიძლია ვითევზაოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჯოხი.ასევე თუ რა წონის სატყუარა შეიძლება რომ მივაწოდოთ მაქსიმალურ დისტანციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნაპირიდან თევზაობისას.ზოგიერთი მწარმოებლის სპინინგის ბლანკებზე სიტყვა TEST-ის ნაცვლად გამოიყენება აღნიშვნა cast weight, რაც ქართულად გასატყორცნ წონას ნიშნავს.