დიახ მოვითხოვე ანკესი და რუსეთის დროშა... ანკესი მჭირდებოდა რადგან... - გრიგოლ ნარსიას ჩვენება გასაჯაროვდა

მითქმა-მოტქმა არ წყდება რამდენიმე დღის წინ ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმის შესახებ, ბევრი სახუმარო პოსტიც დაიდო თავდამსხმელზე. დღეს ტვ პირველმა მოიპოვა და გაასაჯაროვა თავდამსხმელის ჩვენება სადაც დეტალურად განმარტავს თავდასხმის დეტალებს და მის მოთხოვნებს.
"ჯიბიდან ამოვიღე ხელყუმბარა, ბანკში მყოფმა გოგონამ მითხრა, რომ თან ახლდა ასაკიანი ქალბატონი, მთხოვეს, რომ გამეშვა და მეც დავთანხმდი. ბანკში მყოფი პირები აბიყვანე მძევლად. ბანკში შესასვლილე კარი დავკეტე და მასზე დავამაგრე ჩემს მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ, ბანკის თანამშრომლებს ვთხოვე, ჩემთვის ბანკში არსებული ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს. ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსთან დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი, მძევალი ბიჭის საშუალებით, ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო ზარის მეშვეიბით ვთხოვე, რომ ჩემთვის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონი ამერიკული დოლარი მოეტანათ.

რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი - აღნიშნული ტიპის საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე მანქანა და ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი. ვერტმფრენით მინდოდა საქართველოს საზღვრები დამეტივებინა - აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესი. დროშას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე, რომ საზღვრის კვეთისას ჰამეშალა" - ამბობს გრიგოლ ნარსია საკუთარ ჩვენებაში.